29 ნოემბერი 2024,   16:55
ვრცლად
"ქართულმა ოცნებამ" მოსახლეობას წალკის, ბოლნისის, დმანისის, მაჟორიტარობის კანდიდატი წარუდგინა

მმართველი პარტიის ლიდერებმა მოსახლეობას წალკის, ბოლნისის, დმანისის, მაჟორიტარობის კანდიდატი გოგი მეშველიანი წარუდგინეს. მოსახლეობასთან შეხვედრის დროს პრემიერმა, სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ პროგრამებზე ისაუბრა.

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის კახი კალაძის თქმით, 8 წლის განმავლობაში ხელისუფლება ადამიანზე ორიენტირებულ პოლიტიკას ატარებდა.

რეგიონში სიღარიბის კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარემ. არჩილ თალაკვაძე, მხარდამჭერებს, ახალი სოციალური პაკეტების განხორციელებას დაპირდა. 

ხელისუფლების მიერ რეგიონში განსახორციელებელი პროექტების მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი თავად მაჟორიტარობის კანდიდატმა. 

დღის ამბები