29 ნოემბერი 2024,   16:46
ვრცლად
პროტესტის მეათე დღე ბელარუსში - რუსეთი დასავლეთს ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

ბელარუსში პროტესტი ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ მეათე დღეა გრძელდება. დასავლეთი ლუკაშენკოს მთავრობას არჩევნების გაყალბებაში ღიად ადანაშაულებს, რუსეთი კი დასავლეთს ბელარუსის საშინაო საქმეებში ჩარევისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

ბელარუსში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დასავლეთს დახმარებისთვის კიდევ ერთხელ მოუწოდეს, რათა თავი დააღწიონ 26 წლიან დიქტატურას, რომლის ბოლო მსხვერპლი 9 აგვისტოს აქციებზე დაკავებული პოლიტპატიმრებია.

პროტესტი და შეტაკებები ბელარუსში მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყნის საარჩევნო კომისიის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ ლუკაშენკომ გაიმარჯვა. გასულ დღეებში ბელარუსის პოლიციამ 6 000-ზე მეტი ადამიანი დააკავა, დაშავდა ასობით მოქალაქე. დადასტურებულია ინფორმაცია ორი დაღუპულის შესახებ.

ავტორი: შმაგი ლიპარტელიანი

დღის ამბები