29 ნოემბერი 2024,   16:35
ვრცლად
მოულოდნელი გადაწყვეტილება ვადის ამოწურვამდე 3 წლით ადრე - ვასილ მაღლაფერიძე თანამდებობიდან წასვლას არჩევნებს უკავშირებს

მოულოდნელი გადაწყვეტილება არჩევნებამდე 2.5 თვით ადრე - ვასილ მაღლაფერიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველის არხის ხელმძღვანელის პოზიცია დატოვა. ყოფილი დირექტორი არ უარყოფს, რომ მისი წასვლა მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება.

როგორც თავად განმარტა, მიზეზი იმ ეჭვების თავიდან არიდებაა, რომელიც, შესაძლოა, არხის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით მისი დირექტორობის პირობებში გაჩენილიყო.

თუ რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში სწორედ წინასაარჩევნოდ, დღეს არაერთი ვერსია გაისმა. 

ახალი ხელმძღვანელის არჩევამდე ვასილ მაღლაფერიძის მოვალეობას თინათინ ბერძენიშვილი შეასრულებს. 

დღის ამბები