29 ნოემბერი 2024,   16:39
ვრცლად
საარსებო მინიმუმის შეცვლაზე "არჩევანი სამშობლოსათვის" თავმჯდომარემ პარლამენტში წერილი შეიტანა

საარსებო მინიმუმის შეცვლასთან დაკავშირებით, "არჩევანი სამშობლოსათვის" თავმჯდომარემ წერილი პარლამენტში შეიტანა.

ლელა გულედანის განმარტებით, აღნიშნულ კანონს ქვეყანაში მნიშვნელოვანი ფაქტორი აქვს. სწორედ ამიტომ, მის მთავარ მოთხოვნად კანონში ცვლილებების შეტანა სახელდება.

"პოლიტიკური და სოციალური დატვირთვა აქვს ამ საარსებო მინიმუმს. მასზეა მიბმული პენსიები, ნებისმიერი სახელმწიფო კომპენსაცია, დევნილთა და ვეტერანთა შემწეობა. ჩვენ ვითხოვთ, რომ ახსნა-განმარტება მაინც მოგვცენ  რატომ არ განიხილეს აქამდე რომ ეს საარსებო მინიმუმი შეცვლილიყო. ჯანდაცვის კომიტეტზე ვითხოვთ საკითხი გავიდეს," - განაცხადა პოლიტიკური გაერთიანების ”არჩევანი სამშობლოსთვის” თავმჯდომარემ ლელა გულედანმა.

დღის ამბები