29 ნოემბერი 2024,   16:32
ვრცლად
ჯანმო ორგანიზაციის წევრებს მოუწოდებს ვაქცინა - COVAX-ის შექმნის მიზნით დაწყებულ სამუშაოს შეუერთდნენ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ჯანმოს ყველა წევრს წერილი გაეგზავნა, სადაც მათ მოუწოდებენ, მრავალმხრივი ვაქცინის - COVAX-ის შექმნის მიზნით დაწყებულ სამუშაოს შეუერთდნენ.

ტედროს ადჰარნოს თქმით, კორონავირუსის პოტენციური ვაქცინის მიწოდების მცდელობის დროს ქვეყნები საკუთარ ინტერესებს სხვების ინტერესებზე წინ აყენებენ, რაც პანდემიასთან დაკავშირებულ სიტუაციას აუარესებს.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის COVID - 19-ით მსოფლიოში 22 მილიონზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული და 780 000 გარდაცვლილი.

დღის ამბები