29 ნოემბერი 2024,   16:51
ვრცლად
ჩვენი მიზანი ხალხის ციხეში გაშვება არ არის - ნათია ცირეკიძის ოჯახის ადვოკატი ექიმების აქციას ეხმაურება  

ჯანდაცვის სამინისტროსთან სხვდასხვა კლინიკის წარმომადგენლების მიერ გამართულ აქციას ნათია ცირეკიძის ოჯახის ადვოკატი გამოეხმაურა.

უფლებადამცველი აცხადებს, რომ ექიმებს შეკრებისა და ბრალდებულების მიმართ მხარდაჭერის გამოხატვა შეუძლიათ, თუმცა ახლა  მთავარია, ახალგაზრდა ქალის მიმართ რაიმე შედეგი დადგეს, რომელიც თითქმის 2 წელია კომაში იმყოფება.

"ჩვენი აპრიორი არ არის ხალხის ციხეში გაშვება, ჩვენი აპრიორი არის პაციენტის მიმართ რაიმე შედეგი დადგეს. ეს არის ჩვენი მოთხოვნა მხოლოდ და მხოლოდ. დანარჩენს გადაწყვეტს მართლმსაჯულება, გადაწყვეტს სასამართლო და საგამოძიებო უწყება, რომლის საქმეზეც მიმდინარეობს გამოძიება. 9 თვეა გასული, რაც ექსპერტიზა დანიშნულია, მაგრამ დღემდე პასუხი არ მიგვიღია ამ ექსპერტიზასთან დაკავშირებით. ჩვენ რაც გვაქვს ეს სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას და პროკურატურას მოპოვებული, ალბათ არსებობს ის გონივრული სტანდარტი იმასთან დაკავშირებით, რომ შეუფარდა ამ ხალხს პატიმრობა,“ - განაცხადა ნათია ცირეკიძის ოჯახის ადვოკატმა, გაიოზ ჩარკვიანმა.

დღის ამბები