29 ნოემბერი 2024,   16:40
ვრცლად
სკოლამ უკეთ იცის რა სჭირდება მოსწავლეს, ვიდრე განათლების სამინისტროში მუდმივად ცვალებადმა ბიუროკრატებმა - გიორგი ვაშაძე

განათლების სისტემაში არსებული ხარვეზები და მათი გადაჭრის გზები - ამ თემით პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე სკოლის მასწავლებლებს, საბავშვო ბაღის პედაგოგებს და განათლების სფეროს ექსპერტებს შეხვდა.

გიორგი ვაშაძის თქმით, აუცილებელია სკოლის დირექტორები პირდაპირი არჩევის წესით დაინიშნონ და სკოლა განათლების სამინისტროსგან სრულიად დამოუკიდებელი იყოს. 

"ჩვენ უნდა შევქმნათ დამოუკიდებელი სკოლა, არა განათლების სამინისტროსგან პოლიტიკურად მართული სკოლა, არამედ დამოუკიდებელი, თავისუფალი სკოლა, რომელიც თვითონ იღებს გადაწყვეტილებებს და თვითონ მუშაობს მოსწავლის განვითარებაზე. სკოლამ და მასწავლებელმა გაცილებით უკეთ იცის რა სჭირდება მოსწავლეს, ვიდრე განათლების სამინისტროში მუდმივად ცვალებადმა ბიუროკრატებმა, რომლებმაც ექსპერიმენტების ფუნდამენტად აქციეს განათლების სისტემა,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები