29 ნოემბერი 2024,   16:45
ვრცლად
შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ირაკლი წაქაძისა და საბა გოგშელიძის ადვოკატებმა საქმის მასალები გამოითხოვეს

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები სასამართლო პროცესებისთვის ემზადებიან.

დღეს ბრალდებული ირაკლი წაქაძისა და საბა გოგშელიძის ინტერესების დამცველებმა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტიდან საქმის მასალები გამოითხოვეს. სპეციალური განცხადება უწყებაში მათ დღეს შეიტანეს.

"ცენტრალურ-კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სახელზე დავწერე განცხადება საქმის მასალების გადმოცემასთან დაკავშირებით. მივიტანე შესაბამისი მასალა, რომ მომაწოდონ ვიდეო-მტკიცებულებები.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ არანაირი სხვა საგამოძიებო მოქმედება ჩატარებული არ არის. როგორც პირველი დღეს მიცემული არის მოპოვებული, წაქაძის საქმეში მხოლოდ ეს - ერთადერთი ჩვენება დევს," - განაცხადა ირაკლი წაქაძის ადვოკატმა გაიოზ ჩარკვიანმა. 

დღის ამბები