29 ნოემბერი 2024,   16:51
ვრცლად
თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბაჩანა ლობჟანიძე გამოკითხვაზე დაიბარეს

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, გარდაცვლილის მეგობარი ბაჩანა ლობჟანიძე პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

მას სამართალდამცველები მასშემდეგ დაუკავშირდნენ, რაც დაკითხვა თავად მოითხოვა. ლობჟანიძემ დღეს სპეციალური განცხადებით მიმართა უწყებას, სადაც წერდა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე ახალ ინფორმაციას ფლობდა. 

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

დღის ამბები