29 ნოემბერი 2024,   16:57
ვრცლად
შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ზ.ხ-ს მამა და მისი ცოლი პროკურატურასთან შიმშილობის დაწყებას აპირებენ

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნის ზ.ხ.-ს მამის თამაზ ხომასურიძის განცხადებით, ის და მისი მეუღლე პროკურატურასთან შიმშილობას დაიწყებენ.

თამაზ ხომასურიძის განცხადებით, მას ყველა იმ ბრალდებულის მშობელი შემოუერთდება, ვინც "ტოიოტა ქამრიში" იჯდა.

ზ.ხ.-ს მამამ დღევანდელი სასამართლო პროცესი, სადაც გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების პროცესი მიმდინარეობს, პროტესტის ნიშნად დატოვა.

"ჩემმა შვილმა ოფიციალურად განაცხადა, რომ იგი იწყებს შიმშილობას, ვიდრე არ გაატარებენ მის ჩვენებებს სიცრუის დეტექტორზე. ასევე უნდა გაატარონ ამირხანაშვილის და იმათი ჩვენებები, ვინც ამათ წინააღმდეგ აძლევს ჩვენებებს. ჩემმა შვილმა ჩამოუყალიბა მოსამართლეს, რომ იმ პროკურორს აქვს პირადი ინტერესი, მან გაუყალბა ჩემს შვილს ჩვენება, თვითონ შეასწორა კომპიუტერში ჩემი შვილის ჩვენება. მოსამართლემ არ დაუჯერა ჩემს შვილს და არ მიიღო გადაწყვეტილება რომ გადაეყენებინა პროკურორი.

ახლა მივდივარ გენერალურ პროკურატურის წინ შიმშილობას ვიწყებ, შემომიერთდება ჩემი მეუღლე. ყველას მშობლები შემომიერთდებიან. ყველა იმ ადამიანის მშობელი იწყებს შიმშილობას, ვინც ამ "ტოიოტა ქამრიში" იჯდა," - განაცხადა თამაზ ხომასურიძემ. 

აღსანიშნავია, რომ თავის მხრივ ზ.ხ-ც შიმშილობას იწყებს.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია 17 პირი, მათგან 6 არასრულწლოვანია.

დღის ამბები