29 ნოემბერი 2024,   16:30
ვრცლად
შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვანი ზ.ხ. შიმშილობას იწყებს

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი ზ.ხ. შიმშილობას იწყებს - ამის შესახებ მისმა მამამ თამაზ ხომასურიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. თავად თამაზ ხომასურიძემ სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა.

ზ.ხ.-ს მამის განმარტებით, შვილის პროტესტის მიზეზი პროკურორის არიდების შუამდგომლობის არ დაკმაყოფილებაა. გარდა ამისა, თამაზ ხომასურიძის განმარტებით, მისი შვილი ითხოვდა, რომ ის სიცრუის დეტექტორის მეშვეობით გამოეკითხათ, რათა ამგვარად თავისი სიმართლე დაემტკიცებინა.

ამასთან, თამაზ ხომასურიძის განცხადებით, დღეს გენერალური პროკურატურასთან შიმშილობის დაწყებას თავადაც გეგმავს.

მისივე განმარტებით, მას სხვა ბრალდებულების მშობლებიც შემოუერთდებიან. 

დღის ამბები