29 ნოემბერი 2024,   16:50
ვრცლად
ქედი უნდა მოვიხაროთ, დღეს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა - პრემიერი

"ქვეყნისთვის, სამწუხაროდ, აგვისტო, ბოლო წლების განმავლობაში, მძიმე თვეა. დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა - აუცილებლად უნდა გავიხსენოთ და ქედი მოვიხაროთ," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ წალკაში განაცხადა, სადაც ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოგი მეშველიანი წარადგინა. 

მთავრობის მეთაურმა ეროვნული გმირის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.

"მოგესალმებით, წალკელებო! ეს მიწა უაღრესად მშრომელი, ვაჟკაცი ხალხის მიწაა და რაც მთავარია, ის მრავალეროვნულობა, რომელიც წალკას ახასიათებს, ჩვენი სიძლიერის ყველაზე დიდი მაგალითია. ჩვენს მრავალფეროვნებაში ყოველთვის იყო საქართველოს სიძლიერე და ყოველთვის ასე იქნება. ეს ის ხალხია, რომელმაც შრომაც მაგარი იცის და ბრძოლაც. ქვეყნისთვის სამწუხაროდ, აგვისტო ბოლო წლების განმავლობაში მძიმე თვეა და აუცილებლად უნდა გავიხსენოთ და ქედი მოვიხაროთ - საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა დღეს. ეს ის ადამიანია, რომელმაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აჩვენა გმირობის უმაღლესი ხარისხი, თავდადების, სიცოცხლის, თავგანწირვის უმაღლესი მაგალითი და ჩვენი მოვალეობაა და ვალდებულები ვართ ისე გავაგრძელოთ ცხოვრება და შრომა, რომ ასეთი თავგანწირვა არც ერთ ქართველს, საქართველოს არც ერთ მოქალაქეს მომავალში არ დასჭირდეს და ჩვენ ისე გავამთლიანოთ და აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, რომ მოგვიწიოს მხოლოდ შრომა, ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი მიზანი," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები