29 ნოემბერი 2024,   16:44
ვრცლად
უნდობლობა ლუკაშენკოს - ბელარუსის მთავრობას სულ უფრო ბევრი ქვეყნის ოფიციალური პირები აკრიტიკებენ

ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების შემდეგ ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმს უნდობლობა კანადისა და ირლანდიის ოფიციალურმა პირებმაც გამოუცხადეს.

ბელარუსში ანტისამთავრობო დემონსტრაციების მეცხრე დღემ დაკავებების გარეშე ჩაიარა. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, მინსკის ცენტრალურ მოედანზე გამოსვლები მანამ არ შეწყდება, სანამ მთავრობა არ გადადგება.

დღეს განცხადებები გაკეთდა აშშ-ის კონგრესში. წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ელიოტ ენგელმა და კომიტეტის წევრმა "რესპუბლიკური პარტიიდან" მაიკლ მაკკოლიმ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ბელარუსისთვის სამხედრო დახმარების შეთავაზება დაგმეს.

ბელარუსის მთავრობას აკრიტიკებს გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში, მისი თქმით, ბელარუსების პრეტენზიები ხელისუფლებამ უნდა მოისმინოს.

დღის ამბები