29 ნოემბერი 2024,   16:33
ვრცლად
რუსეთის აგრესია საქართველოსა და უკრაინში გვიჩვენებს, რომ აშშ-ს და ევროპას კიდევ ბევრი აქვს სამუშაო - ჰილარი კლინტონი

რუსეთის აგრესია საქართველოსა და უკრაინში გვიჩვენებს, რომ შეერთებულ შტატებსა და ევროპას კიდევ ბევრი აქვს სამუშაო - ამის შესახებ ჰილარი კლინტონმა ატლანტიკურ საბჭოში სტუმრობისას განაცხადა.

”მე ისევ მჯერა, რომ ნატო-ს წარმოუდგენლად დიდი როლი აქვს. რუსეთის აგრესია, რაც ვნახეთ საქართველოში და უკრაინაში, რუსეთის აქტივობა, რომელსაც ახლა ბელარუსში ვხედავთ და ის საფრთხე, რომელსაც რუსეთი წარმოადგენს ბალტიისპირეთისა და ბალკანეთის რეგიონების დემოკრატიებისთვის, აჩვენებს, რომ აშშ-ს, ევროპასა და კანადას ბევრი აქვთ სამუშაო, რათა ჩვენი დემოკრატიული ალიანსი განვამტკიცოთ და კრიტიკულად შევხედოთ იმას, რაც არ გამოგვივიდა”, - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა

დღის ამბები