ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, COVID-19-ის 10 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი ინფიცირებულის წყარო არის ლენჯერი, ერთი ქობულეთის წყარო, ერთი - სამედიცინო პერსონალი. 4 კი იმპორტირებული შემთხვევაა, რომლისგანაც 1 სატვირთო ავტომობილის მძღოლია.
ჯამში ქვეყანაში 1 351 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 6-ით გაიზარდა.
"ამ 10 დადასტურებული შემთხვევიდან ერთი არის პაციენტის წყარო ლენჯერი, ერთი პაციენტის წყარო გახლავთ ქობულეთი სასტუმრო "ჰავანა", ერთი პაციენტის წყარო გახლავთ კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევასთან, 4 პაციენტის წყარო გახლავთ შემოტანილი შემთხვევა, აქედან ერთი გახლავთ სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, ერთი გახლავთ სამედიცინო პერსონალი და 2-ის კონტაქტების მოკვლევა გრძელდება წყაროს დადგენის თვალსაზრისით.
გამოჯანმრთელებულები მხოლოდ 6-ით გაიზარდა. იყო 1 092 და გახლავთ 1 098. დღეს კოვიდცენტრებში მკურნალობს 236 დადასტურებული შემთხვევით პაციენტი. გუშინ გვყავდა ჩვენ 6 კრიტიკული პაციენტი, იქიდან 1-ის მდგომარეობა გაუმჯობესდა და გადაყვანილ იქნა მძიმეთა სიაში, მაგრამ დაგვემატა კვლავ 1 ახალი კრიტიკული და ისევ 6 ახალი კრიტიკული პაციენტი გახლავთ," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.