დღეს უნდა გახდეს ცნობილი ქობულეთში აღებული 110 ნიმუშის პასუხები. საკარანტინო სივრცეში კაფე "ჰავანას" ინფიცირებულ თანამშრომელთან კავშირში მყოფი 60 ადამიანია მოთავსებული, 12 თვითიზოლაციაშია.
ამ კლასტერიდან ვირუსი 5 პირს დადასტურებული აქვს. კოვიდის პირველი შემთხვევა ქობულეთში 3 დღის წინ დაფიქსირდა.
"24 საათში ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული გამოკვლეული პირებიდან დადასტურდა 2. სულ აღებული გახლავთ 110 ლაბორატორიული კვლევისათვის ნიმუში, რომლის პასუხებიც დილით გახდება ცნობილი. 60 პირი გახლავთ ჯამში კარანტინში გადაყვანილი, ხოლო თვითიზოლაციაში იმყოფება 12 პირი.
კლინიკაში მოთავსებულია 26 პაციენტი, რომელიც გადის მკურნალობას. გარდა ამისა, მათ შორის არის ერთი ამ 24 საათში დადასტურებული ქალბატონი, რომელიც საკარანტინო სივრციდან არის და არის იმპორტირებული შემთხვევა," - აცხადებს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ნონა ეფაძე.