29 ნოემბერი 2024,   16:45
ვრცლად
"რუსთავს ექნება ჰაერის სისუფთავის მართვის გეგმა" - პრემიერი ამბობს, რომ ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ რუსთაველების გაბრაზება ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით სამართლიანია და უახლოეს მომავალში რუსთავისთვის ჰაერის სისუფთავის მართვის გეგმა შეიქმნება.

ამის შესახებ გიორგი გახარიამ რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა. 

"როდესაც ვსაუბრობთ საწარმოების განვითარებაზე, ბიზნესის მხარდაჭერაზე, ინდუსტრიების მხარდაჭერაზე, სამუშაო ადგილების შექმნაზე - უკვე ამ ყველაფერთან ერთად უნდა ვიზრუნოთ ქვეყნის ეკოლოგიაზე. ამიტომ, რუსთაველების აბსოლუტურად სამართლიანი გაბრაზება იმასთან დაკავშირებით, რომ ქალაქის ეკოლოგია არის მისახედი, ჩვენი მხრიდან იყო აბსოლუტურად სერიოზულად აღქმული. ამიტომ, უახლოეს პერიოდში რუსთავს ექნება ჰაერის სისუფთავის მართვის გეგმა. ასეთი გეგმა დღეს აქვს მხოლოდდამხოლოდ თბილისს.

ადრე უნდა გაკეთებულიყო? - დიახ, უნდა გაკეთებულიყო ადრე, მაგრამ მერწმუნეთ, რომ დღესაც, როდესაც ჩვენ კრიზისულ სიტუაციაში ვიმყოფებით, როგორც ეპიდემილოგიურად, ასევე - ეკონომიკურად, ჩვენი ძირითადი ამოცანაა, სახელმწიფომ ის მწირი რესურსები, რომელიც გაგვაჩნია, სამართლიანად გადაანაწილოს," - განაცხადა გახარიამ. 

დღის ამბები