29 ნოემბერი 2024,   16:45
ვრცლად
რას ითვალისწინებს რეზერვის მოდერნიზებული პროგრამა - მოქალაქეებს ანაზღაურებადი სარეზერვო სამსახურის გავლა შეეძლებათ

თავდაცვის სამინისტრო ტერიტორიული რეზერვის პროგრამას იწყებს. ამიერიდან, 18-დან 50 წლამდე ნებისმიერ მოქალაქეს 5 წლიანი ანაზღაურებადი სარეზერვო სამსახურის გავლა შეეძლება.

რეზერვისტებს ყოველწლიურად 45-დღიანი სამსახურის გავლა პროფესიონალი სამხედრო ინსტრუქტორების და სერჟანტების მეთვალყურეობის ქვეშ მოუწევთ.

პროგრამაში ჩართვის შემთხვევაში, სტუდენტებს სამხედრო სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ. პროექტის პრეზენტაცია თავდაცვის სამინისტროში დღეს გაიმართა. უწყებაში აცხადებენ, რომ მოდერნიზებული რეზერვი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას მნიშვნელოვნად გააძლიერებს.

დღის ამბები