29 ნოემბერი 2024,   16:42
ვრცლად
ავტოიმპორტიორების პროტესტი - ისინი განბაჟების გადავადებას ისეთ მანქანებზეც ითხოვენ, რომელიც საქართველოში მაისის შემდეგ შემოვიდა

ავტოიმპორტიორები მთავრობას დახმარებას სთხოვენ. პრემიერ-მინისტრს მათ სპეციალური მიმართვა გაუგზავნეს. ავტოიმპორტიორები 2021 წლის მარტამდე განბაჟების გადავადებას ისეთ მანქანებზეც ითხოვენ, რომელიც საქართველოში მაისის შემდეგ შემოვიდა.

ავტოიმპორტიორების თქმით, პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

განმარტება გაკეთდა ფინანსთა სამინისტროში - უწყების პოზიციით, რისკების განსაზღვრა რთული იყო, რადგან საქართველოში ავტომობილის ტრანსპორტირებას ერთ თვეზე მეტი სჭირდება.

უწყებაში ჯერ არ აკონკრეტებენ, გადავადდება თუ არა განბაჟება მაისის შემდეგ შემოყვანილ მანქანებზე.

დღის ამბები