29 ნოემბერი 2024,   16:31
ვრცლად
ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვისთვის არასრულწლოვნების დაკითხვისთვის ახალი სივრცეები შეიქმნა

ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვისთვის არასრულწლოვნების დაკითხვისთვის ახალი სივრცეები შეიქმნა. მოზარდები ჩვენებას მხოლოდ სპეციალურ ოთახებში მისცემენ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტში 3 ასეთი ოთახია მოწყობილი. სივრცე მოზარდების ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზეა გათვლილი და აღჭურვილია შესაბამისი ინფრასტრუქტურით. სამმართველო დაკომპლექტებულია სპეციალიზირებული გამომძიებლებითა და დეტექტივებით, რომლებსაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კუთხით არა ერთი გადამზადების კურსი აქვთ გავლილი. დანაყოფი 19 სპეციალიზებულ გამომძიებელს და 15 დეტექტივს აერთიანებს.

სამართალწარმოების პროცესში არასრულწლოვნების დაკითხვის მეთოდებსა და პროცედურებში ცვლილებებს დადებითად აფასებს "იუნისეფი".

არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაზე, არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველო თბილისის მასშტაბით იმუშავებს. მსგავსი ტიპის ოთახები 2020 წლის ბოლომდე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში, ასევე ბათუმში, ქუთაისსა და პანკისის ხეობაში მოეწყობა.

დღის ამბები