29 ნოემბერი 2024,   16:54
ვრცლად
საპროტესტო აქციების მე-9 დღე - ბელარუსის პრეზიდენტმა არჩევნების ხელმეორედ ჩატარებაზე საუბარი დაიწყო

ლუკაშენკოს განცხადების მიუხედევად, რომ ვიდრე ცოცხალია, სხვა არჩევნები ქვეყანაში არ ჩატარდება, საპროტესტო აქციების მეცხრე დღეს ბელარუსის პრეზიდენტმა საუბარი არჩევნების ხელმეორედ ჩატარებაზე მაინც დაიწყო, თუმცა მის მიერ წარმოდგენილ გეგმას მინსკის ქუჩებში შეკრებილი დემონსტრანტები უნდობლობას უცხადებენ.

ხალხის მოთხოვნას დღეს პროსახელისუფლებო ტელევიზიის თანამშრომლებიც შეუერთდნენ.

არჩევნების ხელმეორედ ჩატარებისკენ უკვე რამდენიმე დღეა ბელარუსის პრეზიდენტს ევროკავშირიც მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში გაერთიანება მზად არის ალექსანდრ ლუკაშენკოს პერსონა ნონ გრატად გამოაცხადოს - ამის შესახებ ნათქვამია ევროპის სახალხო პარტიის, სოციალისტებისა და დემოკრატების, "მწვანეებისა" და "ევროპელი კონსერვატორების" ერთობლივ განცხადებაში.

გაფიცულ მუშებთან მოლაპარაკებების პარალელურად ბელარუსის მედიის ცნობით, ქვეყნის ხელისუფლება სამხედრო ძალების მობილიზებას განაგრძობს. ჯერ კიდევ დაუზუსტებელი ინფორმაციით, ქვეყნის დედაქალაქის მახლობლად, რუსული სამხედრო ტექნიკაც გამოჩნდა.

ავტორი: შმაგი ლიპარტელიანი

დღის ამბები