29 ნოემბერი 2024,   16:56
ვრცლად
აჭარა იმსახურებს განვითარებას, რომლის მოტანაც შეუძლია იმ ცოდნას, რომელიც აქვს დღეს დასახელებულ ადგილობრივ გუნდს - ირაკლი კუპრაძე

"ლელომ" აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატები და პარტიული სია წარადგინა. "ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, რომ ეს არის საუკეთესო გუნდი, რომელიც იზრუნებს ამ რეგიონის ინტერესებზე. 

"საკმაოდ დიდი ბაზა შევაგროვეთ და შეჯერებით და შიდა კონსულტაციებით წარვადგინეთ საუკეთესო გუნდი აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატებად, ასევე, ჩვენი პარლამენტის დეპუტატებად. აქ იქნება საკმაოდ სერიოზული გუნდი წარმოდგენილი იმ ადამიანებისა, რომლებიც, პირველ რიგში, იზრუნებენ აჭარლების, ბათუმელების, ამ ქალაქის და ამ რეგიონის ინტერესებზე,"-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ბათუმის მაჟორიტარობის დეპუტატმა პარტია "ლელოდან" ირაკლი კუპრაძემ აღნიშნა, რომ "ლელო საქართველოსთვის" ლიდერებს და ადგილობრივ გუნდს, რომელიც დღეს დასახელდა, რეგიონის განვითარების უნარი შესწევს.

"ჩვენ ვიწყებთ სრულიად განსხვავებულ ეტაპზე ბრძოლას თავისუფლებისთვის, მომავლისთვის, "ქართული ოცნების" წინააღმდეგ და იმ უპერსპექტივობის და უიმედობის წინააღმდეგ, რაც ამ ქალაქში ბუდობს. ეს ქალაქი და აჭარის რეგიონი იმსახურებს განვითარების საშუალებას, ადგილობრივი საზოგადოება იმსახურებს კეთილდღეობას, რომლის მოტანის შესაძლებლობაც აქვს მხოლოდ და მხოლოდ კვალიფიკაციას და იმ ცოდნას, რომელიც გააჩნია "ლელო საქართველოსთვის" ლიდერებს და ადგილობრივ გუნდს, რომელიც დღეს დასახელდა,"-განაცხადა ირაკლი კუპრაძემ. 

დღის ამბები