29 ნოემბერი 2024,   16:48
ვრცლად
"ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსმა" თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

პოლიტიკურმა პარტიამ "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსმა" თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. კანდიდატები პარტიის გენერალურმა მდივანმა მარიამ ჯაშმა წარადგინდა.

თბილისის პირველ საარჩევნო ოლქში, მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი ჯაბა ჯიშკარიანია.

ვაკის საარჩევნო ოლქში "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის” თავმჯდომარე ბექა ნაცვლიშვილი იყრის კენჭს.

საბურთალოს ოლქში მაჟორიტარობისთვის საბურთალოს მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი იბრძოლებს.

დიდუბე-ჩუღურეთს გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარად გედევან ფოფხაძეა წარდგენილი.

ისნის მაჟორიტარი კანდიდატი რამაზ ბლუაშვილი, ხოლო ნაძალადევის რაიონში "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის" სახელით იურისტი ზვიად თავაძე იყრის კენჭს.

სამგორისა და გლდანის მაჟორიტარებად კი მარიამ ჯაშმა პარტიის ახალგაზრდული მოძრაობის ლიდერები წარადგინა.

დღის ამბები