29 ნოემბერი 2024,   16:46
ვრცლად
ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი იყოს საქართველოში 2020 წლის არჩევნებზე - თამარ ჟვანია

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საერთაშორისო დამკვირვებლების ჩართულობის პროტოკოლი, ჯერჯერობით, უცნობია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია ამბობს, რომ ვიზიტთან დაკავშირებით კონკრეტული წესები შემუშავდება.

თამარ ჟვანიას თქმით, ცესკო მზადაა, პროტოკოლის შესამუშავებლად ნებისმიერ უწყებასთან ითანამშრომლოს.

"საერთაშორისო დამკვირვებლების ვიზიტთან დაკავშირებით, ცხადია, იქნება კონკრეტული პროტოკოლი, რომელსაც შეიმუშავებს შესაბამისი უწყება. ცენტრალური საარჩევნო კომისია მოხარული იქნება, თუ ჩვენ ამ პროცესში ჩავერთვებით. ჩვენ, ნებისმიერ საკითხზე აქტიურად ვთანამშრომლობთ სამინისტროსთან, საკოორდინაციო საბჭოსთან, ყველასთან და ჩვენი მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი იყოს საქართველოში 2020 წლის პარლამენტის არჩევნებზე, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, პირველ რიგში, გამჭვირვალობის თვალსაზრისით და, მეორე რიგში, მიუკერძოებელი და პროფესიონალური შეფასებების თვალსაზრისით,"-განაცხადა თამარ ჟვანიამ.

დღის ამბები