29 ნოემბერი 2024,   16:41
ვრცლად
ცესკო-ში სასერვერო ინფრასტრუქტურის გახსნის ცერემონია კელი დეგნანმა და თამარ ჟვანიამ გახსნეს

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სასერვერო ინფრასტრუქტურის გახსნის ცერემონია გაიმართა. ღონისძიება აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა და ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ გახსნეს.

კიბერუსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით ცესკოს სასერვერო ინფრასტრუქტურა აშშ-ს დახმარების ფარგლებში განახლდა, რაც ცესკოს შესაძლებლობას აძლევს მაქსიმალურად შეამციროს კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები.

კელი დეგნანს არჩევნების კიბერუსაფრთხოების საკითხი დიდ გამოწვევად მიაჩნია საქართველოსთვის.

დღის ამბები