29 ნოემბერი 2024,   16:36
ვრცლად
კოვიდინფიცირებულთაგან 6-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული, 22- ის კი მძიმეა - მარინა ეზუგბაია  

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კოვიდცენტრებში სულ 232 პაციენტი გადის მკურნალობას. მათგან, 6-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, მძიმე პაციენტების რიცხვი კი, 22-ს შეადგენს.

მარინა ეზუგბაია ინფიცირების უცნობი წყაროების შესახებაც საუბრობს და ამბობს, რომ 1 აგვისტოდან ჯამში ასეთი 17 შემთხვევაა გამოვლენილი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ დღემდე, არც ერთი მათგანის წყარო დადგენილი არ არის.

"ჩვენ გუშინ გვყავდა 35 დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა სამი, დაგვემატა 2 ახალი დადასტურებული. ეს ორივე ახალი დადასტურებული შემთხვევა გახლავთ კონტაქტები დადასტურებულ შემთხვევასთან, გამოჯანმრთელებულები გაგვეზარდა მხოლოდ 4-ით. იყო 1088 და ახლა არის 1092. ამ მონაცემების შეჯერებით, კოვიდცენტრებში მკურნალობს 232 დადასტურებული შემთხვევა,“ - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ

დღის ამბები