29 ნოემბერი 2024,   16:44
ვრცლად
მზად ვარ პასუხისმგებლობა ავიღო და ეროვნული ლიდერის როლი ვიკისრო - სვეტლანა ტიხანოვსკაია

ბელარუსში საპროტესტო აქცია ინციდენტებისა და დაკავებების გარეშე დასრულდა. ინფორმაცია გაავრცელა ადგილობრივმა პოლიციამ. ადგილობრივი მედიის ცნობით, აქციაში მონაწილეობდა სავარაუდოდ 200 000-მდე ადამიანი. საპროტესტო აქციების დაწყების დღიდან ეს იყო ყველაზე ხალხმრავალი შეკრება.

სამოქალაქო აქტივისტების განცხადებით, მინსკის ცენტრალურ მოედანზე პროტესტი კვლავ გაგრძელდება, იქამდე ვიდრე ხელისუფლება არჩევნების შედეგებს არ გააუქმებს.

განცხადება გააკეთა ოპოზიციონერმა სვეტლანა ციხანოვსკაიამ. ის მზად არის ანტისამთავრობო გამოსვლებს უხელმძღვანელოს და ეროვნული ლიდერი გახდეს.

"მზად ვარ პასუხისმგებლობა ავიღო და ეროვნული ლიდერის როლი ვიკისრო, რათა ქვეყანაში ვითარება დაწყნარდეს და ნორმალურ რიტმს დავუბრუნდეთ," - განაცხადა ოპოზიციონერმა ლიდერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ.

პარალელურად, მოქალაქეების მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებენ სხვა და სხვა სახელმწიფოების ლიდერები. საფრანგეთის პრეზიდენტმა ევროკავშირს მოუწოდა გააგრძელოს იმ აქტივისტების მხარდაჭერა, რომლებიც მმართველ რეჟიმს უპირისპირდებიან. ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ბელარუსის საზღვრებთან გრძელდება ნატოს ჯარების მობილიზება. ამ ინფორმაციას უარყოფს ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის პრესსპიკერი.

დღის ამბები