29 ნოემბერი 2024,   16:53
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტს თბილისი არ დაუტოვებია - პრეზიდენტის პრესსამსახური

თბილისი-მინსკის მიმართულებით შესრულებულ სპეცრეისთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია განმარტებას აკეთებს. 

" კატეგორიულად უარვყოფთ და ვაცხადებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტს არათუ საქართველო, თბილისიც კი არ დაუტოვებია," - აცხადებენ პრეზიდენტის პრესსამსახურში.

აღსანიშნავია, რომ ბელორუსის რესპუბლიკაში 16 აგვისტოს საქარათველოდან განხორციელებულ ფრენასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტება გააკეთა. 

საგარეო უწყება თბილისი-მინისკის მიმართულებით რეისის შესრულებას ადასტურებს, თუმცა განმარტავს, რომ სამთავროობო თვითმფრინავით, ბელარუსში სალომე ზურაბიშვილი ან მთავრობის რომელიმე წევრი ჩავიდა, არამედ, ამ რეისით ბელორუსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა ისარგებლა.

ბელორუსის რესპუბლიკაში 16 აგვისტოს საქარათველოდან განხორციელებულ ფრენასთან დაკავშირებით ინფორმაცია გუშინ, ღამე გავრცელდა. თავადპირველად ითქვა, რომ ბელორუსში საქართველოს პრეზიდენტი იმყოფებოდა და ალექსანდრე ლუკაშენკოს ხვდებოდა, თუმცა სალომე ზურბიშვილის ადმინისტრაციამ ინფორმაცია მალევე უარყო.

დღის ამბები