29 ნოემბერი 2024,   16:56
ვრცლად
სკოლიდან "ცოდნის პლანეტამდე" - ბიჭი სოფელ მარნიდან, რომელიც აბიტურიენტებს ამზადებს

ბიჭი სოფელ მარნიდან, რომელიც აბიტურიენტებს ამზადებს - საბა სამუშიას ისტორია ძლიერ უყვარდა და თავად მოსწავლე მალე მასწავლებელი გახდა. თანატოლებისთვის სოციალურ ქსელში ელექტრონული პლატფორმა - "ცოდნის პლანეტა" შექმნა, სხვადასხვა თემატიკაზე მომზადებული ანიმაციები განათავსა და ვირტუალურ აუდიტორიას გაუზიარა. მალე ინფორმაციის გადაცემა სისტემატიზებული გახდა და როგორც თავად უწოდებს, სესიებში გადაიზარდა.

ყოველკვირეული სესიების შედეგად, აბიტურიენტებმა "ცოდნის პლანეტიდან" ისტორიის ერთიან ეროვნულ გამოცდაზე მაღალი შეფასებები დაიმსახურეს. 

დღის ამბები