სოფელ მლაშეს ისტორიულ ხიდს, რომელიც ადიგენის მუნიციპალიტეტის 13 სოფელს რაიონულ ცენტრთან აკავშირებს, ადგილობრივების მტკიცებით, წლებია ხელისუფლება ზედაპირულად და უხარისხოდ არემონტებს, რის გამოც მაცხოვრებლებს გადაადგილება გაცილებით გრძელი შემოვლითი გზით უწევთ.
ხიდი, რომელიც საუკუნეზე მეტია სოფლებისთვის გარესამყაროსთან დამაკავშირებელ გზას წარმოადგენს დღეს სრულად ამორტიზირებულია. მლაშელების მტკიცებით, დანგრეული ინფრასტრუქტურა გადაადგილებასთან ერთად მოქალაქეებისთვის სასიცოცხლო საფრთხესაც ქმნის.
მოსახლეობის კრიტიკას სიცრუე უწოდა ადიგენის მერის მოადგილემ. არსენ ბალახაშვილმა დღეს "კურიერთან" განცხადა, რომ გზის პრობლემა სოფლებს არ აქვთ, ხიდის გარემონტება კი უახლოეს დღეებში დასრულდება.