29 ნოემბერი 2024,   16:42
ვრცლად
ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება - დღეს მინსკში პრეზიდენტ ლუკაშენკოს მხარდამჭერი დემონსტრაციაც გაიმართა

ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. დღეს მინსკში პრეზიდენტ ლუკაშენკოს მხარდამჭერი დემონსტრაციაც გაიმართა. ადგილობრივი სამთავრობო მედიის ცნობით, აქციას 70 000-მდე ადამიანი დაესწრო. უცხოური მედიის ცნობით, ამ დროისთვის ხელისუფლების საწინააღმდეგო მარშს 200 000-ზე მეტი ადამიანი ესწრება.

მოთხოვნები უცვლელია - გადადგეს "ყოფილი პრეზიდენტი ლუკაშენკო", გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე პასუხისმგებელი სამართალდამცველები დაისაჯონ. 

აქციების მერვე დღეს ქვეყნის პრეზიდენტმა დახმარება ითხოვა და მხარდამჭერებს მიმართა. როგორც ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, ბელარუსის სუვერენიტეტს საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის ჩრდილოატლანტიკური ალიანსი და ევროკავშირი დაემუქრა.

ავტორი: შმაგი ლიპარტელიანი

დღის ამბები