29 ნოემბერი 2024,   16:47
ვრცლად
კალიფორნიაში ტყის ხანძრის გამო მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

კალიფორნიაში ტყის ხანძრის გამო მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს - ცეცხლი ტყის მასივს გასულ კვირას გაუჩნდა და ათასობით ჰექტარი ფართობი გაანადგურა.

ხანძრის გავრცელებას ხელს ძლიერი ქარი და გვალვისგან გამომშრალი ნიადაგი უწყობს.

ადგილობრივი ხელისუფლების განკარგულებით, რამდენიმე დასახლებული რაიონიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

დღის ამბები