29 ნოემბერი 2024,   16:44
ვრცლად
ორი დაკარგული ახალგაზრდას ახლობლებს და ოჯახს წევრებს უკვე რამდენიმე საათია კითხავენ

თბილისში გაუჩინარებულ ორ ახალგაზრდას ისევ ეძებენ. გიორგი შალამბერიძეს და ბაია ბერუაშვილს ოჯახები უკვე მეორე დღეა ვერ უკავშრდებიან. ახალგაზრდები ბარ "ბაუჰაუს​​" თანამშრომლები არიან. მიმდინარეობს ოჯახის წევრების და მეგობრების გამოკითხვა, თუმცა მათ ჟურნალისტებთან დეტალებზე საუბარი არ სურთ. დაკარგულების ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, გრძელდება შესაბამისი ღონისძიებები.

ვერსიებზე საუბარი ჯერჯერობით ამ ეტაპზე შეუძლებელია, ვინაიდან არც დაკარგულების ოჯახის წევრები და არც მათი მეგობრები მედიის წარმომადგენლებთან არ კონტაქტობენ. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ მათ ჟურნალისტების გამოჩენა დღეს აღიზიანებდათ კიდეც.

პარალელურად დუმს სამართალდამცავი უწყებაც და შსს-სგან ცნობილია მხოლოდ ის, რომ გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს. დღეს რამდენიმე ათეული სამართალდამცავი Bauhaus ბართან კიდევ ერთხელ მივიდა, მათ ტერიტორია დაათვალიერეს, ასევე დედაენის ბაღის და იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაც, სწორედ ის ადგილი, სადაც ახალგაზრდების კვალი იკარგება.

ამავდროულად, თაბუკაშვილის ქუჩაზე პოლიციის შენობაში უკვე რამდენიმე საათია ახლობლების და ოჯახის წევრების გამოკითხვა მიმდინარეობს.

გიორგი შალამბერიძე და ბაია ბერუაშვილის კვალი 15 აგვისტოს დილის 5 საათზე იკარგება. სწორედ ამ დროს დატოვეს მათ Bauhaus ბარი, სადაც მუშაობდნენ და დედაენის ბაღის მიმართულებით წავიდნენ. 

დღის ამბები