29 ნოემბერი 2024,   16:40
ვრცლად
ეს იყო ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის ინტერესის ხარჯზე ახორციელებდა კომპრომისებს ოკუპანტთან - თეა წულუკიანი

"ღამის კურიერში" დავით ბაქრაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც ევროსაბჭოს 2008 წლის რეზოლუციას ეხება, დღეს ვიცე-პრემიერი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამოეხმაურა.

მისი თქმით, ოპოზიციის ლიდერმა დაადასტურა, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით ყოფილი ხელისუფლების ქმედებები მოღალატეობრივი იყო.

"უკვე ღიად თქვეს ის, რასაც ჩვენ ბევრი წელია ვამბობთ, რომ ეს იყო ხელისუფლება, რომელიც საკუთარი ქვეყნის ინტერესის ხარჯზე აკეთებდა პარტიულ ინტერესში კომპრომისებს ოკუპანტთან. დღეს თითქოს რომ ოკუპაციას ებრძვიან - ეს არის რა თქმა უნდა ფასადური ბრძოლა მათი მხრიდან.

ხალხის ინტერესი, სტაბილურობა და ხალხის სიცოცხლე და ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლე არის ჩვენთვის მთავარი. მშვიდობიანი გზით, სასამართლო დავებით, მათ შორის ჰააგაში, ბოლომდე მივიყვანთ საქართველოს გამარჯვებამდე," - განაცხადა ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, "ღამის კურიერის" წამყვანის შეკითხვა იმ რეზოლუციას ეხებოდა, რომელსაც ომის შემდეგ  მაშინდელი ხელისუფლების და ამჟამად, "ევროპული საქართველოს" რამდენიმე წევრმაც მხარი დაუჭირა. დავით ბაქრაძის თქმით, მაშინ ეს იყო კომპრომისი და არა ღალატი.

დღის ამბები