29 ნოემბერი 2024,   16:34
ვრცლად
ურეკში, ზღვაში 22 წლის მამაკაცს ეძებენ

ურეკში, ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. შემთხვევა გუშინ, დაახლოებით 13 საათზე მოხდა. 2 ახალგაზრდა ზღვაში შევიდა და შტორმის გამო უკან გამოსვლა ვერ მოახერხა. მაშველებმა მხოლოდ 17 წლის ახალგაზრდის გამოყვანა შეძლეს, 22 წლის ბიჭს კი ამ დრომდე ეძებენ. 

ადგილობრივების თქმით, ისინი მაშველების მითითებას არ დაემორჩილნენ და შტორმის მიუხედავად, ზღვაში მაინც შევიდნენ.

ამ წუთებში ურეკის სანაპიროსთან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რამდენიმე მყვინთავი, ზღვის ფსკერის და ზედაპირის მონიტორინგს ახორციელებს.

დღის ამბები