29 ნოემბერი 2024,   16:37
ვრცლად
"თავისუფალმა საქართველომ" დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში მაჟორიტარ კანდიდატად თენგიზ ომანიძე წარადგინა

"თავისუფალმა საქართველომ" დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში მაჟორიტარ კანდიდატად თენგიზ ომანიძე წარადგინა. შეხვედრაზე პოლიტიკოსებმა ამომრჩევლის პრობლემები მოისმინეს და ადგილობრივებს მათ მოგვარებას დაჰპირდნენ.

"თენგიზ ომანიძე არის ადამიანი, რომელმაც შეაჩერა 200-მდე გამოსახლება, რა თქმა უნდა სრულიად უსასყიდლოდ. ის ჩაერთო 200 მოვალის სასამართლო პროცესში," - განაცხადა "თავისუფალი საქართველოს"ლიდერმა კახა კუკავამ.

როგორც თავად თენგიზ ომანიძემ აღნიშნა, "თავისუფალი საქართველო" სწორედ ის პარტიაა, რომელიც ქვეყნისა და საზოგადოების სწორ განვითარებაზეა ორიენტირებული და მისი პოლიტიკური არჩევანი მთლიანად ეროვნულ პლატფორმას ეფუძნება.

დღის ამბები