29 ნოემბერი 2024,   16:51
ვრცლად
თბილისში ფიროსმანის ქუჩაზე მამაკაცი მოკლეს

მკვლელობა თბილისში - ფიროსმანის ქუჩაზე, მატარებლების ლიანდაგებთან ახალგაზრდა კაცი მოკლეს. 40 წლამდე პირს ფეხის არეში, არტერიაში მიაყენეს ჭრილობა. შემთხვევის ადგილთან დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერები.

მკვლელობის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, გარდაცვლილი კაცი ფიროსმანის ქუჩაზე არ ცხოვრობდა, რადგან ვერ იცნეს. შემთხვევის ადგილზე სისხლის კვალი უკვე გადარეცხილია.

შსს მკვლელობის ფაქტს ადასტურებს და აცხადებს, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. მათივე ინფორმაციით, დანაშაულში მონაწილე პირი იდენტიფიცირებულია, თუმცა ამ დრომდე დაკავებული არ არის.

დღის ამბები