იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში პენიტენციური დაწესებულების სამშენებლო სამუშაოები მოინახულა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ლაითურში 700 მსჯავრდებულზე გათვლილი მცირე ზომის დაწესებულება იქნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ეფექტიანად სამართავი და მორგებული მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ინტერესს. მასში განთავსებულ პატიმრებს ამ მიმართულებით ბევრად მეტი შესაძლებლობა ექნებათ, ვიდრე დღეს არსებული პენიტენციური დაწესებულებების დიდ ნაწილში მყოფ პატიმრებს აქვთ.
ამ ეტაპზე ლაითურში მოსამზადებელ სამუშაოებზე სულ 100-მდე პირია დასაქმებული, საიდანაც 64 გურიის რეგიონიდან არის, 38 პირი კი უშუალოდ დაბა ლაითურის მკვიდრია. მშენებლობა 2 წელიწადში დასრულდება.