მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 21,5 მილიონს უახლოვდება.
პანდემიამ ევროპის კონტინენტს უკვე მეორედ შეუქმნა სერიოზული პრობლემები. ვირუსის რეკორდული მონაცემები ფიქსირდება საფრანგეთსა და ესპანეთში. ინფექციის გავრცელების რისკის გამო, ესპანეთის ყველა რეგიონში, ღამის კლუბების დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს. პარიზი და მარსელი კი, კორონავირუსის წითელ ზონად გამოცხადდა.
მზარდია დინამიკა შეერთებულ შტატებსა და ბრაზილიაშიც. შტატებში ვირუსის 64 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, ბარაზილიაში კი 50 ათასი.