29 ნოემბერი 2024,   16:40
ვრცლად
გარდაცვლილი 16 წლის ბიჭი და სასტიკად ნაცემი დემონსტრანტები - ჟურნალისტი ბელარუსიიდან "კურიერს" უმძიმესი ფაქტების შესახებ უყვება

ჟურნალისტი ბელარუსიდან, უმძიმესი ფაქტების შესახებ საუბრობს - ის, რის დამალვასაც ხელისუფლება ცდილობს, მედიის საშუალებით მაინც ვრცელდება. ლუკაშენკოს ხელისუფლება სასტიკად უსწორდება აქციის მონაწილეებსა და აქტივისტებს. დაშავებულებს შორის არიან არასრულწლოვნები. ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც პირველი ემსხვერპლა სისხლიან დარბევას. 

ასევე, ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამართალდამცავების თავდასხმის შემდეგ კომაშის 16 წლის ბიჭი. 

მოვლენათა ეპიცენტრში ინფორმაციის მოპოვება და გავრცელება ჟურნალისტებს სიცოცხლის რისკის ფასად უხდებათ. ჰანა აზიემსა ყვება, რომ დაშავებული და დაკავებულია ათობით ჟურნალისტი. ლუკაშენკოს ხელისუფლების სასტიკი პოლიტიკის მიუხედავათ, ბელარუსში საკმაოდ ძლიერი მოხალისეობრივი მოძრაობა ჩამოყალიბდა. 

ლუკაშენკოს აკრიტიკებს დასავლეთიც. ევროკავშირი ბელარუსში ჩატარებულ არჩევნებს არ ცნობს და სანქციების დაწესებას გეგმავს. დასავლურ მედიაში გაჩნდა ცნობები, რომ ლუკაშენკოს გარემოცვა მოსკოვში თავშესაფრის მისაღებად კრემლთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. 

დღის ამბები