29 ნოემბერი 2024,   16:41
ვრცლად
სტიქიის დროს დაზარალებული თელავის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა სადაზღვეო კომპანიებს ტყუილში ადანაშაულებს

თელავის მუნიციპალიტეტში მომხდარი სტიქიის დროს დაზარალებული მოსახლეობა სადაზღვეო კომპანიებს ტყუილში ადანაშაულებენ.  

დაზარალებულები სადაზღვევო კომპანიების ოფისთან შეიკრიბნენ და 2020 წლის 16 ივლისს მიღებული ზიანის ანაზღაურება მოითხოვეს. საუბარია დაზარალებულთა იმ ნაწილზე, ვისაც ვენახები და ერთწლიანი კულტურები ბუნებრივ რისკებზე დაზღვეული ჰქონდა.   

მათი განცხადებით, სადაზღვევო კომპანიები მოსახლეობას ატყუებენ და ზარალის მხოლოდ 20 პროცენტს ანაზღაურებენ.  

პროტესტი გამოხატეს იმ დაზარალებულებმაც, ვისაც მოსავალი დაზღვეული არ ჰქონდა. ისინი ზარალის ანაზღაურებას ადგილობრივი ხელისუფლებისგან მოითხოვენ.   

მიმდინარე წლის 16 ივლისს სტიქიამ თელავის რამდენიმე სოფელი დააზარალა. ძლიერმა ქარმა 300-მდე სახლს ან სახურავი გადახადა, ან მნიშვნელოვნად დააზიანა. ვენახების ნაწილი ზოგ ადგილზე თითქმის 100 პროცენტით განადგურდა. ხელისუფლება სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას სახლების გადახურვაში დახმარებას დაჰპირდა. ამისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 1 400 000 ლარი გამოიყო. 

აქციის მონაწილეებს შეურთდა და ზარალის ანაზღაურება მოითხოვა "ქართული არჩევანის" პოლიტიკურმა ლიდერმა, ბეჟან გუნავამ.   

დღის ამბები