29 ნოემბერი 2024,   16:38
ვრცლად
ჩემი თანამშრომლობა სააკაშვილთან, ადეიშვილთან და მერაბიშვილთან აბსოლუტურად გამორიცხულია - ნინო ბურჯანაძე

დავით ბაქრაძის მსგავსად კოალიციურ მთავრობაში სააკაშვილთან, ადეიშვილთან და მერაბიშვილთან თანამშრომლობა ნინო ბურჯანაძეც წარმოუდგენლად და მიუღებლად მიაჩნია. "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ მისთვის კოალიციური მთავრობა მრავალპარტიული პლატფორმაა, სადაც სხვადასხვა პარტია იქნება წარმოდგენილი. 

ნინო ბურჯანაძის განმარტებით, თუკი მიხეილ სააკაშვილსა და მის პარტიას ხმები იმისათვის დასჭირდება, რომ კოალიციური მთავრობა შექმნას - ის ამ ნაბიჯს არ გადადგამს. 

"ჩემი ხმები ოპოზიციური კოალიციის სასარგებლოდ იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქნება მრავალპარტიული კოალიცია, სადაც შეიძლება იყოს ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობა", მაგრამ ჩემი თანამშრომლობა სააკაშვილთან, ადეიშვილთან და მერაბიშვილთან - აბსოლუტურად გამორიცხულია. ამიტომ, რაც ნაკლებად ჩაერევიან თუნდაც დღევანდელ "ნაციონალურ მოძრაობაში" ეს ადამიანები, მით უკეთესი იქნება ეს პარტიისთვის," - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე კი ამბობს, რომ ის კოალიციურ მთავრობას, ყველა პრო-დასავლურ ძალასთან ხედავს. 

"მე კოალიციურ მთავრობას ყველა პრო-დასავლურ ძალასთან ვხედავ. პერსონების განხილვა ნამდვილად არ ყოფილა. მე ვაპირებ გავხდე ამ ქვეყნის პრემიერი და ყველაზე მაგარი პროფესიონალები იყვნენ მინისტრებიც და დავაბრუნეთ ის ადამიანებიც საქართველოში, ვინც სხვადასხვა ქვეყანაში იმყოფება და მათი ინტელექტუალური რესურსი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ უნდა დავიწყოთ აღმშენებლობის პროტესტი," - აცხადებს გიორგი ვაშაძე. 

დღის ამბები