29 ნოემბერი 2024,   16:59
ვრცლად
გარკვეული ჯგუფების მხრიდან საკარანტინო პროექტის მიზანმიმართულ დისკრედიტაცია შეინიშნება - მარიამ ქვრივიშვილი

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ბოლო პერიოდში საკარანტინო სივრცეების მიზანმიმართული დისკრედიტაცია შეინიშნება, რაც უსამართლოა. 

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, საკარანტინო სივრცეების პროექტი საერთაშორისოდ აღიარებულია როგორც საუკეთესო პრაქტიკა და რომლმაც კოვიდინფექციის გავრცელების პრევენციაში დიდი როლი ითამაშა. 

"ბოლო პერიოდში შეინიშნება ტრენდი მიზანმიმართული მცდელობის, მოხდეს საკარანტინო პროექტის დისკრედიტაცია. ბუნებრივია, მცდელობები ვერ მართლდება, თუმცა მნიშვნელოვანია ვიყოთ გულწრფელები და გამოვავლინოთ ის რეალური მიზეზი, თუ რატომ გააქტიურდა მსგავსი მცდელობები. მცდელობები ეხება ძირითადად იმ ადამიანებს, იმ პირთა ჯგუფს, რომლებიც ცდილობენ, აღნიშნული საკითხებით თავი აარიდონ იმ სავალდებულო უკვე 12 დღიან კარანტინის პერიოდს.

საკარანტინო სივრცეების პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ საკოორდინაციო საბჭოს მეთაურობით შექმნა, არის საერთაშორისოდ აღიარებული, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო პრაქტიკა, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ჩვენს ქვეყანაში COVID-19-ის გავრცელების პრევენციაში. აქვე ვიტყვი, რომ დღევანდელი დღის მონაცემებით, საკარანტინო სივრცეებში გამოვლენილია 300-ზე მეტი შემთხვევა, რომელიც უკავშირდება COVID-19-ის იმპორტირებას ჩვენს ქვეყანაში და მარტივია საზოგადოებისთვის, რომ შეაფასოს, რა იქნებოდა ჩვენს ქვეყანაში აღნიშნული 300 ადამიანი, რომ არ მოხვედრილიყო საკარანტინო სივრცეში და ჩვენ გვექნებოდა მასიური გავრცელება," - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მარიამ ქვრივიშვილი საზოგადოებასა და მედიასაშუალების წარმომადგენლებს სთავაზობს მედიატურებს, საქართველოში არსებულ ნებისმიერ საკარანტინე სივრცეში, სადაც საკუთარი თვალით ნახავენ იქ არსებულ ვითარებას და მოსახლეობას ობიექტურად მიაწოდებენ ინფორმაცია.

დღის ამბები