29 ნოემბერი 2024,   16:54
ვრცლად
"ლელო" თბილისის მერიას მიუსაფარ ცხოველთა დაცვას მოუწოდებს

მიუსაფარ ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, "ლელო საქართველოსთვის" ლიდერებმა თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსთან ბრიფინგი გამართეს.

პარტიის წარმომადგენლებმა თბილისის მერიას ცხოველთა დაცვისა და უზრუნველობისკენ მოუწოდეს. მათ პრობლემის მოგვარების საკუთარ ხედვაზეც ისაუბრეს.

"მყისიერად აღირიცხება ყველა მიუსაფარი ცხოველი. ამასთან, ჩატარდება კასტრაცია, ვაქცინაცია და სტერილიზაცია. აუცილებლად გაძლიერდება მიმკედლებლების ინსტიტუტი, რომლებსაც ექნებათ არამხოლოდ პასუხისმგებლობა, არამედ უფლებებიც ამ ცხოველებზე,"- განაცხადა პარტიის "ლელო საქართველოსთვის" წევრმა სოფიო შამანიდმა

დღის ამბები