29 ნოემბერი 2024,   16:30
ვრცლად
ციხეში არსებული პრობლემები ჩემთან მოდიოდა, თუმცა ყველა დეტალი არ ვიცოდი - დავით ბაქრაძე

"ევროპული საქართველო თავჯდომარე, დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ წინა ხელისუფლების დროს, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული პრობლემების და დარღვევების შესახებ ინფორმირებული იყო.  დავით ბაქრაძის თქმით, იმ პერიოდში, სახალხო დამცველთან აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა და მაქსიმალურად ცდილობდა, მისი კომპეტენციისა და რესურსის ფარგლებში, რაც პარლამენტის თავმჯდომარეს ჰქონდა, აქტიურად ჩართულიყო პრობლემების მოგვარებაში.

თუმცა, დავით ბაქრაძე ამბობს, რომ ყველა დეტალი, რაც საპატიმროებში არსებობდა, არც სახალხო დამცველმა და არც მან არ იცოდა.

"ციხეში ზოგადად არსებული პრობლემები ჩემთან მოდიოდა. სახალხო დამცველთან მქონდა საკმაოდ ინტენსიური ურთიერთობა. მაშინ იყო გიორგი ტუღუში, სახალხო დამცველი. მე მას რეგულარულად ვხვდებოდი და იყო რამდენიმე კონკრეტული საკითხი, მათ შორის, კონკრეტული ციხეების დირექტორებთან დაკავშირებით, რომ ამ ადამიანების შეცვლა მომხდარიყო, იმიტომ რომ იმ კონკრეტულ ციხეებში ბატონი ტუღუშის მოწოდებული ინფორმაციით, იყო მძიმე ვითარება. ამ დირექტორების შეცვლაზე, განგაშის ატეხვაში, სიტუაციის შეცვლის მცდელობებში, რამდენჯერმე გვქონდა საგანგებო შეხვედრა და ყველა ასეთ საკითხზე, როდესაც სახალხო მოდიოდა, რომ არის პრობლემა, მე მაქსიმალურად მას ვეხმარებოდი,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

კითხვაზე - როდის გახდა ცნობილი სერგო თეთრაძის ბედის შესახებ წინა ხელისუფლების პარლამენტის თავმჯდომარისთვის ცნობილი, დავით ბაქრაძე ამბობს, რომ კონკრეტულად არ ახსოვს. 

 

 

დღის ამბები