ბელარუსში აქციაზე დაკავებული მოქალაქეები იზოლატორს ტოვებენ. მოქალაქეები სამართალდამცველების მხრიდან ძალადობაზე საუბრობენ, მტკიცებულება კი იმდენად დიდია, რომ შს მინისტრს 6000 პატიმრის ნაწილის გამოშვებისას ბოდიშის მოხდა მოუწია. მინისტრისგან განსხვავებით ჯერ არ ნებდება არეულობების მთავარი მიზეზი, - ალექსანდრ ლუკაშენკოს დღის წესრიგი არ შეუცვლია და დღეს მშენებლებს შეხვდა.
ლუკაშენკოს მთავარმა კონკურენტმა 2 დღიანი დუმილი დაარღვია. ამჯერად სვეტლანა ციხანოვსკაიას შემართება საბრძოლოა, მან ხვალ აქციაც დაგეგმა და ქალაქის მერებს ფაქტობრივად ამბოხებისკენ მოუწოდა.
აქციების გარეშე ბელარუსში არც დღევანდელ დღეს ჩაუვლია. თეთრებში ჩაცმული ადამიანები, სოლიდარობის ჯაჭვებითა და ყვავილებით კიდევ ერთხელ მოითხოვდა ქვეყნის პეზიდენტისგან შეწყვიტოს რეპრესიები და ოპოზიციონერის გამარჯვება აღიაროს.
ბელარუსს სოლიდარობა გამოუთქვა უკრაინელმა, გერმანელმა და რუსმა ხალხმაც, რომლებმაც საკუთარ ქვეყნებში აქციები გამართეს.