29 ნოემბერი 2024,   16:40
ვრცლად
დაიწყება, თუ არა საქართველოში ბრაზილიიდან იმპორტირებული გაყინული ქათმის ხორცის კვლევა - მსოფლიო ახალმა პანიკამ მოიცვა

მსოფლიო მორიგმა პანიკამ მოიცვა - ჩინეთში ბრაზილიიდან იმპორტირებულ ქათმის ფრთებში კორონავირუსია აღმოჩენილი. გაყინულ ქათამზე COVID-19-ის აღმოჩენის შესახებ ცნობა სამხრეთ ჩინეთის ერთ-ერთმა პროვინციამ გაავრცელა, რის გამოც ბრაზილია პეკინის განმარტებებს მოითხოვს. ჯერჯერობით ყველა იმ ადამიანის ტესტის პასუხი, ვისაც ინფიცირებულ პროდუქტთან შეხება ჰქონდა უარყოფითია. 

ატეხილი აჟიოტაჟის გამო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ადამიანებს საკვებიდან კორონავირუსის გავრცელების არ უნდა ეშინოდეთ, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე, არც ერთი ასეთი ფაქტი დადასტურებული არ არის.

დაიწყება თუ არა საქართველოში ბრაზილიიდან იმპორტირებული გაყინული ხორცის კვლევა - სურსათის უვნებლობის ეროვნულ სააგენტოს, ჯერჯერობით, ხორცის შემოწმების გადაწყვეტილება არ მიუღია. ასევე არ იგეგმება ბრაზილიიდან ხორცის იმპორტის შეზღუდვაც. ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ ამ დრომდე, საკვებიდან ადამიანზე ვირუსის შესაძლო გადადების საკითხზე დასკვნა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას არ გაუცია.

დღის ამბები