29 ნოემბერი 2024,   16:43
ვრცლად
კიდევ სად აღმოჩნდა კორონავირუსის ახალი შემთხვევები ყაზბეგისა და სვანეთის გარდა - მესტიიდან თბილისში ჩამოტანილი COVID-19

23 ახალი კოვიდინფიცირებული ბოლო 24 საათში - ყველაზე მეტი შემთხვევა კვლავ სვანეთსა და ლენჯერის თემს უკავშირდება. ინფიცირებულთაგან 3 პაციენტის შემთხვევაში წყაროსა და კონტაქტების კვლევა ამ დრომდე მიმდინარეობს, თუმცა, ინფექციონისტების შეფასებით, ზომების გამკაცრებისა და რეგიონების ჩაკეტვის საშიშროება ამ ეტაპზე არ დგას.

სავალდებულო იზოლაციის პერიოდზე უარის თქმისა და გაპარვის მიზნით მამაკაცი ბათუმში, საკარანტინო სივრცის მე-4 სართულიდან გადახტა. 27 წლის ბიჭი საქართველოში სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტით გუშინ შემოვიდა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

დღეს ცნობილი გახდა, რომ 14 დღიანი სავალდებულო საკარანტინო ვადა შემცირდა. გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მიიღო. ახალი დადგენილება, რომლის მიხედვითაც სავალდებულო კარანტინის დღეების რაოდენობა ორი დღით მცირდება, მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს.

დღის ბოლოს, რუხის რესპუბლიკურ კლინიკაში მესტიიდან კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი გადაიყვანეს.

დღის ამბები