29 ნოემბერი 2024,   16:38
ვრცლად
მესტიიდან კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი რუხის რესპუბლიკურ კლინიკაში გადაიყვანეს

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მესტიიდან კორონავირუსით ინფიცირებული ორი პირი მოათავსეს. ორივე პაციენტს ახალი კორონავირუსი PCR მეთოდით ჩატარებული ტესტის შედეგად დაუდასტურდათ.

რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მაია ჯანაშიამ "რუსთავი 2-თან" განაცხადა, რომ  მესტიიდან გადმოყვანილი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ერთ პირს აღენიშნება ცხელება.

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სულ 10 კოვიდინფიცირებული პაციენტი გადის მკურნალობას.

დღის ამბები