29 ნოემბერი 2024,   16:38
ვრცლად
"ქართული ოცნება" ყოველთვის გვერდით ედგა ქართველ გლეხს - გიორგი გახარია კახეთის მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატების წარდგენას დაესწრო

კახეთის მაჟორიტარულ ოლქებში "ქართული ოცნება" წინასაარჩევნო შეხვედრებს მართავს. გურჯაანის-საგარეჯოს-სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, პარტიის ლიდერები ამომრჩეველს აცნობენ.

უკვე გაიმართა შეხვედრა მოსახლეობასთან საგარეჯოსა და დედოფლისწყაროში.

"რთველი აქედან იწყება, ამიტომ შეუძლებელია მას გვერდი ავუაროთ. კახეთში 2012 წელს ჩაბარდა 52 ათასი ტონა ყურძენი, 2019 წელს 278 ათასი ტონა, 2020 წელს კი ჩაბარდება 300 ათასი ტონა ყურძენი. ეს იმის შედეგია, რომ კახელები, მთავრობადა მოქალაქეები ყველა ერთად ვშრომობთ. ეს შრომა ხომ ამ ქვეყნისთვის გვინდა. ბევრი კარგი საქმე გვაქვს დაწყებული და ისინი აუცილებლად უნდა დავამთავროთ. "ქართული ოცნება" ყოველთვის ედგა გვერდით ქართველ გლეხს, ამის დადასტურება იყო ყველა გასული წელი 2012 წლიდან. გზა, წყალმომარაგება და გაზი - ეს ჩვენი პირველადი მოთხოვნაა, ამას კი წლები არ უნდა დასჭირდეს," - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. 

დედოფლისწყაროს მაჟორიტარმა კანდიდატმა დავით სონღულაშვილმა კი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ "ქართულ ოცნება" ალტერნატივა არ აქვს. 

"დედოფლისწყარო ერთ-ერთი ნათელი მაგალითია იმ აღმშენებლობის, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან მიზნად დაისახა. ეს უდიდესი დამსახურება ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის. მოსახლეობამ კარგად იცის, რომ ამ ხელისუფლებას ალტერნატივა არ აქვს," - აღნიშნა პარლამენტის გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან" დავით სონღულაშვილმა. 

დღის ამბები